პროექტის სახელი: გრამატიკული დროები ინგლისურ ენაში.
პროექტის მოკლე აღწერა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იკვლევენ და იძიებენ სხვადასხვა ინფორმაციას ინგლისური ენის გრამატიკული დროების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა.
ჩავატარე მინი დისკუსია მოსწავლეებთან გრამატიკული დროების შესახებ ინგლისურ ენაში. შესწავლილი მასალის გასამყარებლად გადავწყვიტე მოსწავლეებისათვის შემეთავაზებინა პროექტი, რომელიც პრაქტიკულად განუმტკიცებდა მათ შეძენილ ცოდნას.
პროექტის დაგეგმვა.
დავგეგმე პროექტი სახელწოდებით: გრამატიკული დროები ინგლისურ ენაში. ბავშვებს აუხსენი ამ პროექტის არსი. მივანიშნე თუ რომელ საკითხებზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება პროექტზე მუშაობის დროს. კლასი დავყავი სამ ჯგუფად. მივეცი დავალება,როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური.
პირველი ჯგუფის დავალება:
მოამზადონ 16 გრამატიკული დროის ცხრილი ინგლისურ ენაში და გააკეთონ შესაბამისი ცნების რუკა. დავალება წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
მეორე ჯგუფის დავალება:
მოიძიონ შესაბამისი სავარჯიშოები, სადაც 16 დრო იქნება გამოყენებული. მოიძიონ ინფორმაცია სკოლის ბიბლიოთეკაში. დავალება წარმოადგინონ ჩანაწერის სახით.
მესამე ჯგუფის დავალება:
მოიძიონ ტექსტები ინგლისურ ენაზე სადაც შესაბამისი დროები იქნება გამოყენებული. მოიძიონ შესაბამისი ტექსტები ინტერნეტში. დავალება წარმოადგინონ ჩანაწერის სახით.
ყველა ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას ერთ დღეს. გაიმართება დისკუსია.
მოსალოდნელი მიზნები და შედეგები:
პროექტის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები უკეთესად შეძლებენ ნებისმიერი გრამატიკული დროის გამოყენებას შესაბამის საკომუნიკაციო სიტუაციებში.
მოსწავლეთა ასაკი: 14–15 წლის მოზარდები.
ხანგრძლივობა/ვადები: 1 თვე.
სამუშაო ენა: ქართული.
ფასილიტატორი: ნაზი ჩხარტიშვილი.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:nazichkhartishvili@gmail.com